Site is Under Construction

მისია

ასოციაციის შესახებ

 

ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის  მიზანია ხელი შეუწყოს:
- საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს;
- ინოვაციური გზით, საქართველოს მიერ არჩეული მიზნის _ ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება-ხორცშესხმას   და ქვეყნის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას;
- საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებას და სახელმწიფო რეგულირების, მრეწველობის, განათლებისა და სხვა სფეროებშიკვლევის მეთოდების დანერგვასა და განვიტარებას;
- საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებაში პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების როლის გაზრდას;
- კვლევისა და ინოვაციის სფეროში საქარტველოში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და სხვა ქვეყნების გამოცდილების დანერგვას;
 

ასოციაცია დასახული მიზნების მიღწევისთვის:
- ახორციელებს საქართველოში კვლევებისა და ინოვაციის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს; საინტომეტრული, სოციოლოგიური, შედარებით-ანალიზური და სხვა ხელმისაწვდომი მეთოდებით;
- შეისწავლის ევროგაერთიანებისა და სხვა ცალკეული ევროპული ქვეყნების კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებებს და შეიმუშავებს საქართველოში მათი დანერგვის რეკომენდაციებს;
- შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან (აკადემიურ წრეებთან, სტუდენტებთან, ფართო საზოგადოებასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან) კომუნიკაციის ფორმატებს (ლექციები, სემინარები, კონფერენციები, სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, გამოსვლები ელექტრონულ მედიაში).

საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".