"საიტი აღდგენის პროცესშია ბოროტმოქმედების შეტევის შედეგად სრული განადგურების შემდეგ. ბოდიშს ვიხდით არასრული ინფორმაციისთვის".
ასოციაცია ”ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის”
მიზანია ხელი შეუწყოს:
- საქართველოს ევროინტეგრაციას;
- ინოვაციური გზით, საქართველოს მიერ არჩეული მიზნის - ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება - ხორცშესხმას და ქვეყნის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას.
- საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებას და სახელმწიფო რეგულირების, მრეწველობის, განათლებისა და სხვა სფეროებში კვლევის მეთოდების დანერგვასა და განვითარებას;
- საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებაში პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების როლის გაზრდას;
- კვლევისა და ინოვაციის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და სხვა ქვეყნების გამოცდილების დანერგვას.
დასახული მიზნების მისაღწევად:
- აწყობს საიენტომეტრული, სოციოლოგიური, შედარებით-ანალიზური და სხვა ხელმისაწვდომი მეთოდებით საქართველოში კვლევისა და ინოვაციის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს;
- შეისწავლის ევროგაერთიანებისა და სხვა ცალკეული ევროპული ქვეყნების კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებებს და შეიმუშავებს საქართველოში მათი დანერგვის რეკომენდაციებს;
- შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან (აკადემიურ წრეებთან, სტუდენტებთან, ფართო საზოგადოებასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან) კომუნიკაციების ფორმატებს (ლექციები, სემინარები, კონფერენციები, სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, გამოსვლები ელექტრონულ მედიაში);
- თანამშრომლობს დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, აგრეთვე, კვლევით, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ორგანიზაციის წევრები
ორგანიზაციის ინდივიდუალური ან კოლექტიური წევრები შეიძლება გახდნენ როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეცნიერ-მასწავლებლები და მკვლევარები, ასევე განათლებისა და კვლევის სფეროში მოღვაწე იურიდიული პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს.